სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სათნოების სახლის ადმინისტრაციამ (დირექტორი ირმა გაბუნია) ბენეფიციარებს ღონისძიება გაუმართა, სადაც თვით ბენეფიციარებმაც მიიღეს მონაწილეობა.
კონცერტს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და საზოგადოების წარმომადგენლები.
ზეიმის ბოლოს სათნოების სახლის ადმინისტრაციამ საჩუქრები, ხატები გადასცა მონაწილეებს და მსგავსი ღონისძიებების მრავალჯერ ჩატარების სურვილი გამოთქვა.