"საქართველოში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის N273 განკარგულების შესაბამისად, ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" მიერ გატარდა ყველა აუცილებელი და საჭირო ღონისძიება.
2013 წლის მარტის თვეში წწყ ვაქცინით გეგმიურად აიცრა 1-დან 5 წლის ასაკის 62 ბავშვი. განკარგულების თანახმად ვაქცინაცია საჭიროებისამებრ ჩაუტარდებათ 1-7 წლამდე ასაკის ბავშვებს და კერების არსებობის შემთხვევაში ყველა ჯანმრთელი კონტაქტირებული პირი აიცრება.
მუნიციპალიტეტში დღემდე რეგისტრირებულია წითელას ორი შემთხვევა, სადაც ჩატარდა ეპიდკვლევა და გატარდა წითელას პროფილაქტიკისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიება.