25 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები.
სხდომაზე განხილულ იქნა ორი საკითხი :
1.„ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012წლის 28დეკემბრის N29დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)
2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2013წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)
საკითხთა განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.