9 მაისს ხეთის დიდების მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს შინმოუსვლელთა საფლავები.
საზეიმო შეხვედრაზე ვეტერანებს მიესალმა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია. ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა გულთბილი მოლოცვისთვის და წარსული დღეები გაიხსენა საქართველოს ვეტერანთა ხობის რაიონული საბჭოს თავმჯდომარემ ალიოშა ცხადაიამ.
ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ომის ვეტერანებზე გაიცა ერთჯერადი დახმარება 100-100 ლარის ოდენობით. ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელობამ კი ისინი 50-50 ლარით დაასაჩუქრა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა ვეტერანს ომში გამარჯვების 68-ე წლისთავს.