ავღანეთში დაღუპული ქართველი მოსამსახურეების : - უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის და კაპრალ ვლადიმერ შანავას ხსოვნის პატივსაცემად 16 მაისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს დაღუპულ გმირებს.