18 მაისს ხობის კულტურის სახლში ხობის N1საჯარო სკოლის 12-ე კლასის მოსწავლეებმა 155-ე გამოშვება საზეიმოდ აღნიშნეს.
კონცერტს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საზოგადოების წევრები.
ზეიმის ბოლოს მეთორმეტე კლასელებს მიესალმა და გზა დაულოცა ხობის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ხათუნა გერგაიამ, N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთინო გაბისონიამ. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ წარმატებები უსურვა მათ და წარჩინებულ მოსწავლეებს, მაია კვიკვინიას და დიანა დუდუნიას საჩუქარად წიგნები გადასცა.