"მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები დაურიგდათ. რიგი პრობლემების გამო ხობის მუნიციპალიტეტში 1622-მა მეწარმემ ვერ მოახერხა ბარათების მიღება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარედგინა პრობლემური სიები და 1291 ბარათი შესწორებული სახით დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს.
ბარათების დარიგება 20 მაისიდან განახლდა.