23 მაისს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ მკლავჭიდში.
ტურნირშ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სასპორტო სკოლის მკლავჭიდის ჯგუფის 90 მოსწავლე.
შეჯიბრს მსაჯიბენ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში ზაალ ოკუჯავა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პრიზიორი ბაჩანა ქანდარია, შეჯიბრის მთავარი არბიტრია მკლავჭიდის მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე.
ფინალური ორთაბრძოლები და დაჯილდოებები გაიმართება 26 მაისს სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში.