26 მაისი, ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, თავისუფლების სიმბოლოა. დღეს როგორც არასდროს, ქართველი ხალხი პატივს მიაგებს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს, ზეიმობს თავისი მონაპოვარით და ამაყობს ქართველობით. წინაპრებმა საკუთარი სისხლით, თავგანწირვით მოგვიტანეს ქართველობა და დაგვიდეს დიდების კვარცხლბეკზე.
ჩვენც ბრძოლა გველის, ერის გამთლიანების, ეკონომიკური გაძლიერების, სამართლიანობის აღდგენის , ერთ მუშტად შეკვრის ბრძოლა. ამით უნდა შევძლოთ ჩვენი წინაპრების საქმის გაგრძელება. უფალმა თავისუფლება მოგვანიჭა და ვალდებულნი ვართ ვისწავლოთ თავისუფალ მოქალაქეთა მსგავსად აზროვნება და ცხოვრება. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ, თაობებს გადავცეთ, მომავალს სათუთად შეუნახოთ დიდი და ღირსეული, თავისუფლებით აყვავებული დღე საქართველოს ისტორიაში-26მაისი.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს!