ბილიარდის დარბაზი „ბასა“ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალს მასპინძლობდა. შეჯიბრში მონაწილეობდა ბილიარდის ჯგუფის 16 მონაწილე. გათამაშება ოლიმპიური სისტემით თავისუფალ პირამიდაში ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
I ადგილი - ედიკა კვიკვინია
II ადგილი - ფრიდონ გამისონია
III ადგილი - ნიკა კვირტია
ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და პრიზებით დააჯილდოვეს.