7-8 ივნისს განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში „ანიმაციის განვითარების ფონდის“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კულტურის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი 2013“.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება. პარალელურად პროფესიონალი ანიმატორების დახმარებით მოსაწავლე-ახალგაზრდობის სახლის ნორჩ-მხატვართა და დიზაინერთა წრის წევრებმა შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ესკიზი, რომლის ჩვენებაც გაიმართება ბათუმში „ექო თოფუზი 2013“ ფესტივალზე.