ხობის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების განხორციელება დაიწყო, რომელიც ძირითადად შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. კერძოდ, ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალურ შეკეთებას, ხეთისა და თორსა-დღვაბის თემში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის მოწყობას, საკანალიზაციო მილების გამოცვლას, სანიაღვრე არხების განახლებას, ტროტუარებზე ფილების დაგებას.
სამუშოების ხარისხიან და დროულ შესრულებაზე სისტემატიურ მონიტორინგს ახორციელებენ ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ მიზნით 2 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ და გამგებელმა კახაბერ ბენიძემ ქალაქის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.