2-3 ივლისს რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა, ახალსოფლისა და ჭალადიდის თემის ტერიტორიაზე წყლის დონის მომატება გამოიწვია,რამაც ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოები და საყანე მიწები დატბორა.ჭალადიდში შეუფერხებლად მუშაობდა წყალსაქაჩი,მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური.შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სამაშველო სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებდა სიტუაციას.დღეს კი ნალექის შეწყვეტის გამო,წყლის დონემ დაიწია.