8 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და აპარატის თანამშრომლებთან ოპერატიული თათბირი ჩაატარა.
თათბირი ძირითადად შეეხო 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე შემოვიდა წინადადებით გამგეობის შესაბამისი სამსახურების, ბიუროს წევრებისა და ა(ა)იპიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაიგეგმოს შეხვედრები და ერთობლივად იქნეს განხილული გამგეობის მიერ მომზადებული 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი, რაც ბიუროს წევრების მხრიდან მოწონებულ იქნა.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, საკრებულოს 2013 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად მეორე კვარტალში დაგეგმილია ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის განხილვა, რაზედაც საკრებულოს აპარატს დაევალა მომზადდეს წერილი გამგეობიდან ანგარიშის დროულად წარმოდგენის შესახებ.
თათბირის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს მეტი აქტიურობისა და და საქმიანი ინიციატივებისაკენ მოუწოდა.