11 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები.
სხდომაზე განხილულ იქნა ხუთი საკითხი :
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013წლის 30 მაისის N28 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მ/შ)
3. „ფრაქცია „ხობის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: თ. აბაკელია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
(მომხსენებელი:შ. საბახტარაშვილი - ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით
გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი)
5. სხვადასხვა
საკითხთა განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.