ქ. ფოთში 13 ივლისს მერვედ ჩატარდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასი - 2013''. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს 9 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, რუსეთი, იორდანია, თურქეთი, ყაზახეთი) 400-მდე წამყვანმა მოჭადრაკემ.
ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა ხობის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭადრაკეებისთვის.
I ადგილის მფლობელები გახდნენ ბლიც-ტურნირში ამირან შონია; ასაკობრივ ტურნირში დიანა ლომაია და თეიმურაზ კვიკვინია.
III ადგილი - ლუკა შამუგია;
XIII ადგილი - გიორგი ლატარია;
XVIII ადგილი სანდრო ბუკია.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველაზე წარმატებულად ხობის სასპორტო სკოლის გუნდი დასახელდა მწვრთნელ-მასწავლებელი ირაკლი გეთია.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები დააჯილდოვეს თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან : ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობა; ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო სკოლა; საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.