2016 წლის 29 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის დ. ჭოჭუას მიერ წარმოდგენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, რომელიც საკრებულოს მხრიდან შეფასდა დამაკმაყოფილებლად.