24 ნოემბერს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა. ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებას გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ წარუდგინა რომელმაც განმარტა, რომ 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვრა 6633,8 ათასი ლარით აქედან: გადასახადები 6000,0 ათასი ლარი, გრანტები 220.0 ათასი ლარი (აქედან: 220,0 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერიდელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 413.8 ათასი ლარი.
მან ისაუბრა ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტით.
განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მათ ისაუბრეს ბიუჯეტით გათვალისწინებულ მათ სფეროს მიკუთვნებულ პროექტებზე.
დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები.