მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლითაც შემოსავლები განისაზღვრა 10072,5 ათასი ლარით, აქედან: გადასახადები 9062,5 ათასი ლარი, გრანტები 210.0 ათასი ლარი (აქედან: 210,0 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 800,0 ათასი ლარი, სარეზევრო ფონდი 90,0 ათასი ლარი. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უმთავრეს პრიორიტეტად მიჩნეულია სოციალური სფერო, ჯანდაცვის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალი წლისთვის დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სხდომაზე ასევე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2020 წლის მუნიციპალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 507600 ათასი ლარით. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ყველა ის პროგრამა რაც გათვალისწინებული იყო 2019 წელს, ამასთან პროგრამას დაემატა აუტიზმით დაავადებული ბავშვებზე წელიწადში ორჯერ ერთჯერადად 300-300 ლარის ოდენობით დახმარების თანხის გაცემა, (თებერვალი- სექტემბერი) და 200 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულით სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შინმოვლის თანადაფინასება. ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავამ საკრებულოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვა მათ, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2019 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ დახურულად გამოცხადდა.