საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 22 მარტის N127/2016 წლის განკარგულებით 2016 წლის 22 მაისს სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები. საკრებულოს მიერ 2016 წლის 30 მარტს მიღებულ იქნა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 22 მაისს გასამართ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ N30 განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და საარჩევნო ატრიბუტიკის შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთას, ამასთან განისაზღვრება საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების გასამართად ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის განთავსდეს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატები და განცხადებები.