3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მისი მიზანი შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის და ღირსების პატივისცემაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით 1992 წლიდან, ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ხობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ეწვივნენ და ბავშვებს საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები გადასცეს.