საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2025 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილებაში გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი იურისტის პოზიციაზე. სტაჟირება განკუთვნილია სამართლის მიმართულებით კურსდამთავრებულთათვის, ვისაც სურს საჯარო სექტორში პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
სტაჟირების განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან იურიდიული დოკუმენტების შედგენასა და ანალიზში, სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუშაობაში, საქმისწარმოების პროცესში და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში იურისტის ყოველდღიური საქმიანობის შესწავლაში.