31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის აღსანიშნავად, ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში აღევლინა პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
მემორიალურ სახლში პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების, დოკუმენტების გამოფენა მოეწყო, ეზოში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილიღონისძიება გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.
ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია, ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.
აღნიშნული პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას 2019 წლის 29 მარტს, ძველ ხიბულაში სტუმრობისას დაჰპირდა.