31 მარტს, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საქართველოს პირველპრეზიდენტს, ეროვნული გმირს, მწერალს, მთარგმნელს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს - ზვიად გამსახურდიას, დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.
ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.