9 აპრილი, როგორც უდიდესი ტკივილისა და სიხარულის დღე ხობის მუნიციპალიტეტში პროგრამის მიხედვით სხვადასხვა ადგილას აღინიშნა. 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილი მანიფესტანტები საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია და ათობით ადამიანი დახოცა.
ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
რის შემდეგაც მსვლელობა მოეწყო ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 9 აპრილს დაღუპული გმირის ხობელი ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო მდებარეობს.