9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა, ეს არის დღე უდიდესი ტკივილისა და სიხარულისა. 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მანიფესტანტები საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია და ათობით ადამიანი დახოცა. 9 აპრილის დახღუპულებს პატივი მიაგეს ხობის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საზოგადოებასთან ერთად ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და დაღუპულთა სულის მოსახსნებელ პანაშვიდს დაესწრნენ. რის შემდეგაც მსვლელობა მოეწყო ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 9 აპრილს დაღუპული გმირის ხობელი ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო მდებარეობს.