9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს.
საქართველოსმთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.