ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერი ანუკი ასათიანი ადგილობრივებს შეხვდა და პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ გააცნო.
სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას საქართველოში.
ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ან პირთა ჯგუფს, რომელთაც აქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა. დასაშვებია ნებისმიერი სფეროს/დარგის დაფინანსება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. ინოვაციური იდეა გულისხმობს - ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის, ან მომსახურების დანერგვას.
ბიზნეს იდეა უნდა იყოს ეკონომიკურად დასაბუთებული და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი.
27-29 ივნისს, ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართება სტარტაპ კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათ საკუთარი იდეები გააცნონ.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა