ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში,მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: შემოსავლები განისაზღვრა 14485,9 ათასი ლარით აქედან: გადასახადები 14485,9 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი - 799,6 ათასი ლარით, (აქედან: 260,0 ათასი ლარი-მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), ცენტრალური სსიპ(ებ)-დან ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის 539,6 ათასი ლარი; სარეზერვო ფონდი - 120,0 ათასი ლარით; ვალდებულებების ცვლილება, კლება 59,0 ათასი ლარით.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები; მამუკა ქარდავა, გოჩა ქაჯაია და ნუგზარ შუშანია, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.