ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოქროს საწმისში მოსახლეობას შეხვდნენ და ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერეს. „7 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ჩამოირეცხა შიდა სასოფლო გზები.
თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას და ადგენენ ზარალის მოცულობას.