2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერმა დავით ბუკიამ, გარდაცვლილთა ოჯახისწევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
2008 წლის 8 აგვისტოს ხობის მუნკციპალიტეტიდან სამშობლოს ერთიანობას - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე შეეწირა.
ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში მღვდელმა იაკობ სურმავამ სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის პანაშვიდი გადაიხადა.