ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის დამეწყრილი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციოსამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მერი დავით ბუკია გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოეწყობა რკინაბეტონის მონოლითური კონსტრუქცია და ხიმინჯები. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 448 000 ლარზე მეტია.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი დაფინანსებით ხორციელდება.