არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ მიერ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“. პროექტის პრეზენტაცია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა 2 მარტს, სადაც ტესტირების შედეგებით შეირჩა 36 ახალგაზრდული საკრებულოს წევრი. აღნიშნული შედეგების საფუძველზე 8 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეობის მსურველმა საკრებულოს წევრებმა წარადგინეს სამომავლოდ განსახორციელებელი სხვადასხვა პროექტები, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მაკა ჯგერენაია, ხოლო მოადგილედ ლუკა ლოლუა.
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს მიესალმნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, მათ ახალგაზრდულ საკრებულოს წევრებს საკრებულოს უფლებამოსილებები გააცნეს, სრული მხარდაჭერა განუცხადეს პროექტის განხორციელებაში და წარმატებები უსურვეს შემდგომ საქმიანობაში.