სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს სახელმწიფო რწმუნებულის ახალი მოადგილე დავით ფარცვანია წარუდგინა.
შეხვედრაზე რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ მუნიციპალიტეტების მიხედვით, მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე და მათ მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე წელს სამეგრელო ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად (107 ობიექტი) გამოყოფილია 45 მილიონ ლარამდე.
სახელმწიფო რწმუნებულმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე მიიღო ინფორმაცია.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანში, მალხაზ თორია და აპარატის უფროსი ლევან წულაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია სხვა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად
ესწრებოდნენ.