15 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „არეამ“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ქალაქ ხობის მაჟორიტარული ოლქიდან, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძემ.