18 მაისს, ხობის ცენტრალურ პარკში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ორგანიზებით პროექტი „ამ სითბოს და სიყვარულს გაზაფხული ჰქვია“ გაიმართა.
ყვავილების თემაზე შექმნილი ხელთნაკეთი ნამუშევრებითა და ორიგინალური ნომრებით მაყურებელთა წინაშე ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და მასწავლებლები წარსდგნენ, მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძედა მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.