შაბათს, 12 საათზე, აჭარის ტელევიზიით ნაჩვენები იქნება ფილმი სახელწოდებით: „აქედან მთელი საქართველო დაილოცება“. ფილმი გადაღებულია ხობში და ასახავს ახლად აშენებული საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის კურთხევას და პატრიარქის სტუმრობას. კომპლექსი აგებულია ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ქტიტორობით. რეზიდენციის გახსნას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მთავრობის სხვა წევრები. სასულიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.