12 აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართა ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები.
საფეხბურთო ტურნირში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა პირველი ადგილი - სკოლა „არეას“ ფეხბურთელთა გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის გუნდმა მოიპოვა.
სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები თასებით და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.