12 აპრილს, ხობში დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე დასრულდა ანრი ჯგერენაიას სახელობის პირველობა მინი ფეხბურთში.
ტურნირში მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 16 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალში ერთმანეთს ხობის N1 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „არეას“ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ.
ტურნირის გამარჯვებული და ანრი ჯგერენაიას სახელობის თასის მფლობელი ხობის N1 საჯარო სკოლის ფებურთელთა გუნდი გახდა.
ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე,მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.