ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულდა ანრი ჯგერენაიას სახელობის პირველობა მინი ფეხბურთში.
ტურნირი ჯგუფური ეტაპის პრინციპით ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 16 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალში ერთმანეთს ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლისა და ხეთის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ.
ტურნირის გამარჯვებული და ანრი ჯგერენაიას სახელობის თასის მფლობელი ხეთის საჯარო სკოლის ფებურთელთა გუნდი გახდა.
ფინალურ შეხვედრებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.