13 ივლისს, ქალაქ ხობში დასრულდა ტრაგიკულად დაღუპული ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში. ტურნირი საჭადრაკო კლუბ „ლაზიერის“ ორგანიზებით ჩატარდა და მასში 15 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობაში გამარჯვებული გახდა ბადრი ლომაია, II ადგილზე გავიდა გულად დგებუაძე, III ადგილი - ნოდარ შონიამ დაიკავა .
დაჯილდოებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდა. გამარჯვებულები დიპლომებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. I, II და III ადგილის მფლობელებისათვის პრიზები ანრი ჯგერენაიას ბიძიამ რომან ჯგერენაიამ დააწესა. გამარჯვებულს და ყველაზე პატარა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსმა რევაზ წულაიამ გადასცა.
დაჯილდოების დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ და ტურნირში მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანრი პატივი მიაგეს მის ხსოვნას.