გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქცია "დავრგოთ ხე, გავალამაზოთ გარემო" ჩატარდა, რომელშიც ხობის მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა და ახალგაზრდებმა. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ქალაქის პარკის ტერიტორია და დარგეს ბზის ნერგები.