18 მაისს, ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის და ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერის მუზეუმებში მოეწყო ეთნოგრაფიული მასალების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-დათვალიერება.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.