3 ივლისს ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დასახლებაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე არხის ამოწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა განვითარების კომისიის თავმჯდომარემ, ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა სიჭინავამ და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ლევან ლიპარტიამ.
არხის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის შესაბამისად და დამთავრდება დაგეგმილს ვადებში.