7 მარტს, ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაღში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საბავშვო ბაღის დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე აღსაზრდელები ლექსებითა და სიმღერებით წარსდგნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.