ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეული ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 720 აღსაზრდელმა მიიღო.
საჩუქრების გადაემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებსა დააღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.