19 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ბაგა-ბაღებს გადასცეს მათთვის შესყიდული მაცივრები და შეშის ღუმელები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 6800 ლარს.
აღნიშნული ინვენტარები მიიღეს: გაღმა ხორგის, ქვემო ქვალონის, პატარა ფოთის, საგვიჩიოს, თორსის, ზუბის, ზემო ქვალონის, ახალისოფლის, ნოჯიხევისა და ხობის N2 საბავშვო ბაღებმა.