ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ექიმმა მზია ლემონჯარიამ ბაგა-ბაღებში სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმები შეამოწმეს, შემოწმებულ იქნა დოკუმენტაცია, აღმოჩნდა მცირედი ხარვეზები დოკუმენტაციის წარმოებაში, რის საფუძველზეც სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელებს მიეცათ რეკომენდაციები ხარვეზების აღმოსაფხვრელად.