ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პედაგოგების და აღსაზრდელების მონაწილეობით მუნიციპალიტეტის ბაღებში განხორციელებული პროექტები მოიცავდა: გარემოს დაცვასთან, სახანძრო უსაფრთხოებასთან, ცხოველთა და ფრინველთა დაცვის აუცილებლობასთან, მუსიკალური საკრავების და საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების’’ ორგანიზებით ჩატარდა.