საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციისა და მოქმედი კომერციული ბანკების თანამშრომლებმა პროფესიულ დღეს დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, გურია, მცხეთა-მთიანეთი) მიმდინარეობდა და მასში სექტორის 2000 - მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
დასუფთავების აქციას ხობის მუნიციპალიტეტის საბანკო სექტორის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მათ დაასუფთავეს ქალაქის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია.
ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე დაწესდა პირველი ქართული ბანკის - „სათავადაზნაურო ბანკის" დაარსების 140 წლისთავისა და 8 ნოემბერს მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების 177-ე წლისთავთან დაკავშირებით